ევრო 2024-ის A ჯგუფში, შვეიცარია უნგრეთს დაუპირისპირდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.
ანგარიში მე-12 წუთზე შვეიცარიის ნაკრების თავდამსხმელმა, კვადვო დუამ გახსნა, ხოლო 45-ე წუთზე ებიშერმა შვეიცარიელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
66-ე წუთზე უნგრეთის ნაკრების ფეხბურთელმა, ბარბარას ვარგამ სხვაობა ერთამდე შეამცირა. რაც შეეხება საბოლოო ანგარიშს, შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელმა ემბოლომ, 93-ე წუთზე დააფიქსირა.
მეორე ტურში გერმანიის მეტოქე უნგრეთი იქნება, თამაში 19 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო შვეიცარია შოტლანდიას ამავე დღეს, 23:00 სააათზე დაუპირისპირდება.