უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ნატო-ს ქვეყნების სურვილი, რომ რუსეთის უკრაინაში დამარცხდეს, შეცდომაა.
როგორც მან უნგრულ რადიოსთან ინტერვიუში თქვა, უნგრეთი ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე სანდო წევრია.
„ნატო-ს წევრი 32 სახელმწიფოდან 31-ს რუსეთზე გამარჯვება სურს. უნგრეთის პოზიციაა, რომ ეს არის შეცდომა. თუნდაც ეს ნიშნავდეს, რომ ჩვენ მარტო დავრჩით იმ 32 ქვეყანას შორის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება არ არის აუცილებელი.
„ნატო მხარს უჭერს ომს, როდესაც უნგრეთი მშვიდობის მხარესაა“, – აცხადებს ორბანი.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა,რომ არ სურს უნგრეთის ერთი კვადრატული მეტრიც კი რუსეთის სამხედრო სამიზნე გახდეს, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთის გადაბირებას ცდილობენ იმ მხარეს, სადაც მშვიდობის გადაწყვეტა შესაძლოა, ომით მოხდეს.