ევრო 2024-ის B ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა ხორვატია 3-0 დაამარცხა.
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა ალვარო მორატამ 29-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 32-ე წუთზე ფაბიან რუისმა ესპანელები 2 ბურთით დააწინაურა. მესამე გოლი კი პირველი ტაიმის დამატებით დროში, 47-ე წუთზე დანი კარვახალმა შეაგდო და ესპანელების უპირატესობა სამამდე გაზარდა.
შემდეგ თამაშს ესპანეთი იტალიასთან 20 ივნისს, 23:00 საათზე გამართავს, რაც შეეხება ხორვატიას, ის ალბანეთს 19 ივნისს, 17:00 საათზე დაუპირისპირდება.