ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის „რეალი“ გახდა. ფინალურ მატჩში ის დორტმუნდის „ბორუსიას“ შეხვდა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. შეხვედრა ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე გაიმართა.
მეტოქეს პირველი გოლი დანი კარვახალმა 74-ე წუთზე გაუტანა, მეორე გოლი ავტორი კი ვინისიუს ჯუნიორი გახდა.
მადრიდელებისთვის ეს ჩემპიონთა ლიგის მე-15 ტიტული გახდა.