აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – ფინალურ ბლოკში ჩვენმა გუნდმა ბრინჯაოს მედლისთვის გერმანიის ეროვნული გუნდი 4:1 დაამარცხა.
მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში გამარჯვებები გურამ თუშიშვილმა (+90 კგ), ნინო ლოლაძემ (57 კგ), გიორგი ჩიხელიძემ (73 კგ) და ლუკა ბაბუციძემ (90 კგ) მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებმა ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
