ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ინდივიდუალური ასპარეზობების დასკვნით დღეს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ვიცე-ჩემპიონი გახდა. ის +100კგ წონითი კატეგორიის ვერცხლის პრიზიორია. დაძაბულ ორთაბრძოლაში ქართველი სპორტსმენი სამხრეთკორეელ მინიონგ კიმთან დამარცხდა.

ინდივიდუალურ ასპარეზობაში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია – გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედლებს დაეუფლნენ, ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსოფლიო პირველობაზე საქართველოს მამაკაცთა ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა. ხვალ, 24 მაისს მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.