აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) ოქროს მედლისთვის იჭიდავებს. ქართველმა ფინალის საგზურისთვის სამხრეთკორეელი ლი ვაზარით დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ასევე, აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს დიმიტრი გოჩილაიძე (81კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს.
ქართველმა ტურნირის მეოთხედფინალში ავსტრიელი ფაშინგი ვაზარით დაამარცხა და ფინალში გასასვლელად ნეიტრალური დროშით გამომსვლელ არბუზოვს დაუპირისპირდება.