ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის წარმომადგენელი - Nemo გახდა, სიმღერით The Code. კონკურსანტმა 591 ქულა მიიღო. შესაბამისად, ევროვიზიის მომავალი მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია იქნება.
ევროვიზიის ფინალში, რომელშიც 25 შემსრულებელი მონაწილეობდა, საქართველოს წარმომადგენელიც გავიდა. ფინალურ კონცერტზე ნუცა ბუზალაძემ, 34 ქულით, 21-ე ადგილი დაიკავა.