ATP-ის ტურნირების 17-გზის გამარჯვებული ჩოგბურთელი, დომინიკ ტიმი, მაჯის ქრონიკული ტრავმის მორჩენას ვეღარ ახერხებს, რის გამოც ის კარიერას ოქტომბერში, ვენის 500-იანთა კატეგორიის ტურნირზე დაასრულებს.
2020 წლის ამერიკის ღია პირველობის ფინალში დომინიკ ტიმმა ორი წაგებული სეტის შემდეგ ალექსანდრ ზვერევს მოუგო, თუმცა US OPEN-ზე ტრიუმფის შემდეგ, დომინიკმა ვერც ერთი ტურნირის მოგება ვერ მოახერხა და მსოფლიო რეიტინგის მესამე ჩოგნობიდან 117-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა.