ევროვიზია 2024-ის პირველ ნახევარფინალში 10 ქვეყანა გადავიდა. მაყურებლის გადაწყვეტილებით, 15 ქვეყნიდან ფინალში - სერბეთი, პორტუგალია, სლოვენია, უკრაინა, ლიეტუვა, ფინეთი, კვიპროსი, ხორვატია, ირლანდია და ლუქსემბურგი გადავიდა.
კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის მიცემაში ჟიური ამ მონაწილეობს.
საქართველოს წარმომადგენელი, ნუცა ბუზალაძე 9 მაისს მე-11 ნომრად მეორე ნახევარფინალში იმღერებს.
პირველი ნახევარფინალური შოუდან ფინალში გადასული ქვეყნები მაყურებლის წინაშე 11 მაისს მეორე ნახევარფინალიდან გადასულ 10 ქვეყანასა და დიდი ხუთეულის ქვეყნებთან ერთად წარდგება. ფინალში ავტომატურად კონკურსის მასპინძელი ქვეყანა შვედეთიც გადადის.
ევროვიზია 2024-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს.