ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რუმინეთის ნაკრებმა უკრაინა 3-0 დაამარცხა

ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფის პირველი შეხვედრა რუმინეთისა და უკრაინის ეროვნული გუნდების მატჩით გაიხსნა, რომელიც რუმინელების უპირატესობით წარიმართა და საბოლოო ანგარიშიც მათივე სასარგებლოდ, 3-0 დაფიქსირდა.

ანგარიში 29-ე წუთზე, რუმინელების კაპიტანმა, ნიკოლაე სტანჩუმ გახსნა, მეორე ბურთი 53-ე წუთზე რაზვან მარინმა გაიტანა, ხოლო მესამე გოლი 57-ე წუთზე დენის დრაგუსმა შეაგდო.

უკრაინელები მომდევნო შეხვედრას სლოვაკეთის წინააღმდეგ 21 ივნისს, 17:00 საათზე ჩაატარებენ, 22 ივნისს კი რუმინელები ბელგიის ეროვნულ გუნდს 23:00 საათზე დაუპირისპირდებიან.