საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა. მისი მოწინააღმდეგე თურქეთი იყო, რომელმაც მძიმე ბრძოლაში, 3-1 გაიმარჯვა.
ანგარიში 25-წუთზე თურქეთის ნაკრებმა გახსნა, მულდურის ეფექტური დარტყმის შემდეგ ანგარიში 1-0 გახდა.
თუმცა საქართველოს ნაკრებმა 37-ე წუთზე ანგარიშის გათნაბრება შეძლო. ქოჩორაშვილის ჩაწოდებას მიქუტაძის ზუსტი დარტყმა მოჰყვა და ანგარიში 1-1 გახდა.
65-ე წუთზე არდა გულერის გოლით თურქეთი კვლავ წინ გავიდა და ანგარიში 2-მდე გაზარდა. რაც შეეხება მესამე გოლს, დამატებულ დროში თურქებმა მოახერხეს და ცარიელ კარში დაარტყეს.
22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.