საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და მოქალაქეებს მიმართა.
პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, არ მიეცენ უიმედობას, რადგან ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა აქამდე ამ ქვეყნის მოქალაქეების მოყვანილია და სწორედ მოქალაქეებმა უნდა განამტკიცონ.
,,მივმართავ სრულიად საქართველოს, მოგმართავთ თქვენ და ვიცი რამდენად გტკივათ ჩვენი ქვეყნის დღევანდელობა. ვიცი დღეს რა განცდებითაც მისმენთ. მაშინ, როცა ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ გესახებათ. ნუ მიეცემით უიმედობას, ეს ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა აქამდე თქვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეების მოყვანილია, შენარჩუნებულია და დღეს ჩვენვე უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ. არაა შემთხვევითი, რომ საქართველოს გადამწყვეტ დროს, ქვეყნის პრეზიდენტი იმ ემიგრაციის შვილია, რომელიც იბრძოდა და ამზადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას, იმ დამოუკიდებლობას, რომელიც გამოცხადდა 1918 წლის 26 მაისს. შეიძლება ისიც არ იყოს შემთხვევითი, რომ დღეს ქვეყნის პრეზიდენტი ის ადამიანია, რომელმაც მშვიდობიანად გაიყვანა შემოსული რუსის ჯარები, ჩემი წინაპრებისა და ქვეყნის წინაშე ჩემ ვალდებულებად მივიჩნევ ყველაფერი გავაკეთო ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.