თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა შეაფასა.
კალაძე მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის გამოსვლა სამარცხვინო იყო.
„დღეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, დღეს არის ზეიმი, შესაბამისად, თავს შევიკავებ პოლემიკაში შესვლისგან. ნამდვილად სამარცხვინო იყო ის განცხადება, რაც აღნიშნულ ზეიმზე, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ჰქვია, ჩვენ მოვისმინეთ, სამწუხაროდ“,- განაცხადა კახა კალაძემ.