ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა პროკლამაცია გამოსცა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქ. ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა პროკლამაცია გამოსცა, რომლითაც  23 მაისი ქართული კულტურული მემკვიდრეობის დღედ განისაზღვრა.

პროკლამაციაში აღნიშნულია, რომ საქართველო მდიდარი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქვეყანაა. ხაზი გაესვა ნიუ-იორკში მცხოვრები ქართული დიასპორის როლს ქართულ-ამერიკული მეგობრობის შენარჩუნებაში.