ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ძლიერმა წვიმამ კახეთსა და ქვემო ქართლში პრობლემები შექმნა

ქვემო ქართლში ძლიერმა წვიმამ მარნეულსა და ბოლნისში პრობლემები შექმნა, ადიდდა მდინარეები ხრამი, ალგეთი, დებდა. 

მარნეულში ადიდებულმა მდინარემ ბაზრის ტერიტორია და მიმდებარე ქუჩები დატბორა. არსებული ინფორმაციით, წყალი შევიდა სახლების პირველ სართულებზეც. წყალდიდობის შედეგად დაზიანდა საკომუნიკაციო ხაზები, საგზაო ინფრასტრუქტურა, დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო მიწები.

სტიქიაა კახეთშიც. ძლიერი წვიმისა და ნალექის შედეგად, რამდენიმე მდინარე ადიდდა. დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და ვენახები.

ადგილზე გარკვეული ტექნიკა მუშაობს. თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს საკმარისი არაა სათავე- ნაგებობის გასაწმენდად. მათი თქმით, მძიმე ტექნიკის მობილიზების გარეშე, წყლის ნაკადს ვერ შეწყვეტენ.