დანიის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც მილოცვის ტექსტში წერია, საქართველოსთვის დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია.
"დანიის საელჩო თბილისში ყველა ქართველს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს! დღეს, როცა ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობას, გვსურს, პატივი მივაგოთ მათ, ვინც მამაცურად იბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის. დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია საქართველოსთვის!", - წერია მილოცვაში.