ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ამერიკელი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროები წლევანდელ აღლუმში არ მონაწილეობდნენ

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე, ბოლო წლების განმავლობაში პირველად, მხოლოდ ქართველი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ.

წინა წლებისგან განსხვავებით, ქვეყნის დედაქალაქის მთავარ მოედანზე, ქართველი სამხედროების მხარდამხარ, არც ამერიკელი, არც ბრიტანელი და არც პოლონელი სამხედროები არ იდგნენ.

მაშინ, როდესაც, პრაქტიკულად, მუდმივად მაისში ტარდებოდა ერთობლივი წვრთნა და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფები ქართველ სამხედროებს თავისუფლების მოედანზე უერთდებოდნენ, წელს დამოუკიდებლობის დღე „ვიწრო წრეში“ აღინიშნა.

თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფების გარდა, ნატოსთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის სიმბოლოდ გამოყვანილი იყო სპეციალური ოპერაციების სარდლობის ქვედანაყოფი, რომელიც ჩართულია ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების პროგრამაში, რის ფარგლებშიც, ერთი ჯგუფი 2023 წლიდან იმყოფება ნატოს სწრაფი რეაგირების საბრძოლო მორიგეობაზე. ასევე, პირველი ქვეითი ბრიგადის, მეთორმეტე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალებში არიან ჩართულნი.