ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სალომე ზურაბიშვილი: არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობიანად, მობილიზებულად და შემართებით

არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობიანად, მშვიდობით და სტაბილურობით. უნდა მივიდეთ მობილიზებულად და შემართებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ახლა ნიჰილიზმის დრო არ არის.

„თქვენ, ახლა ყველა კონკრეტულ გეგმას ელოდებით და ახლა, მე მევალება და თუ ვთვლი, რომ მევალება, ვაცნობიერებ ასეთ პასუხისმგებლობას, რომ ვუპასუხო ამ დიდ მოლოდინს და ერთად დავსახოთ ეს გზა, რომელიც მიგვიყვანს ჩვენ თავთან, პირველ რიგში და ევროპაში, ამავდროულად. ეს გზა არის არჩევნების გზა და ეს უკვე ვთქვი, დილით. 26 ოქტომბერს, არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობიანად, მშვიდობით და სტაბილურობით. უნდა მივიდეთ ისევე მობილიზებულად და შემართებით, როგორც აქამდე, ამავე დროს, გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ ეს მშვიდობა და სტაბილურობა. შეიძლება დღეს ბევრი ვერ ხედავდეს გამარჯვების ფორმულას, ვერ ხედავდეს, რომელ ძალას უნდა მიანდონ ეს მოლოდინები, ვიცი, რომ ბევრს წინასაარჩევნო დაპირებების არ თუ აღარ სჯერა, დიდწილად პოლიტიკოსების ნდობა დაკარგულია და არავის ბრალია, მაგრამ იმიტომ, რომ გვაქვს ის წარსული, რაც გვაქვს. მიუხედავად ამისა, არ არის იმის დრო, რომ მივეცეთ სწორედ ნიჰილიზმს, ქიშპობას და ცალკეულ პოლიტიკურ ამბიციებს“ , - განაცხადა ზურაბიშვილმა.