საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ბრიუსელში, პარტნიორებთან ახალ სამოქმედო გეგმას, „ქართულ ქარტიას” წარადგენს.
ზურაბიშვილის თქმით, სჯერა, რომ ქართული საზოგადოება ახალი ნაბიჯის გადასადგმელად მზადაა.
“მე ამ გეგმას და ახალ პოლიტიკურ მოდელს ბრიუსელში, ჩვენს პარტნიორებთან წარვადგენ, რათა უმოკლეს ვადაში შევძლოთ აღვადგინოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მოლაპარაკებების გახსნა. ეს არ არის მარტივი. ეს გეგმა თქვენს ხელშია. მჯერა ქართული საზოგადოება მზადაა, იმისთვის, რომ ახალი ნაბიჯი გადავდგათ, აჩქარებული ტემპით შევიდეთ ევროპაში. გაუმარჯოს საქართველოს!“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა, პარტიებს კი მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.