ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ზელენსკი: ჩვენმა ორივე ერმა კარგად იცის, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა შეიძლება მოიპოვო და არა საჩუქრად მიიღო - საქართველოს გაუმარჯოს!

გულითადად ვულოცავ მეგობარ ქართველ ხალხს დღევანდელ დამოუკიდებლობის დღეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა და ქართველ ხალხს ქართულ ენაზე მიმართა.

მისი თქმით, საქართველომ და უკრაინამ კარგად იციან, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა შეიძლება მოიპოვო და არა საჩუქრად მიიღო.

,,გულითადად ვულოცავ მეგობარ ქართველ ხალხს დღევანდელ დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენმა ორივე ერმა კარგად იცის, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა შეიძლება მოიპოვო და არა საჩუქრად მიიღო. ქართველ ხალხს ვუსურვებ კეთილდღეობას და თავისი სახელმწიფოებრიობისა და კავშირების განმტკიცებას ყველა სხვა თავისუფალ ერთან. ასევე ვისურვებ, რომ შესანიშნავი ქართული კულტურა, თვითმყოფადობა და სტუმართმოყვარეობა წლების განმავლობაში განივრცოს. ადამიანებს შორის კავშირების განმტკიცებით, ჩვენი ორივე ერი იქნება თავისუფალი, მშვიდობიანი და აყვავებული. საქართველოს გაუმარჯოს!",- წერს ზელენსკი X-ზე.