ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ავიადარტყმის დროს დაღუპულთა პატივსაცემად, ხარკოვში გლოვა გამოცხადდა

როგორც უკრაინული მედია წერს, 27 მაისი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, 25 მაისს სავაჭრო ცენტრ „ეპიცენტრზე“ რუსული ავიაციის მიერ მიტანილი იერიშისას, 16 ადამიანი დაიღუპა, საოლქო პროკურატურა კი 14 დაღუპულზე ავრცელებს ცნობებს. აფეთქებისას დაშავდა ათობით ადამიანი.

„25 მაისს. დაღუპულთა გლოვის ნიშნად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობების, საწარმოების, სხვა სახის დაწესებულებების თავზე სახელმწიფო დროშა დაეშვება. აკრძალული იქნება ასევე გასართობი ღონისძიებები,“ - აცხადებს ქალაქის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ განცხადებაში.