პარტია „მოქალაქეები“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ უერთდება. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ინსტიტუციური და დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ძირეული რეფორმების განხორციელება. შესაბამისად, პარტია „მოქალაქეები“ ვიზიარებთ და ვუერთდებით პრეზიდენტის ინიცირებულ სამოქმედო გეგმას – „ქართულ ქარტიას“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს „ქართული ქარტია“ წარადგინა. ეს არის გეგმა, რომლის ირგვლივაც პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანება შესთავაზა.