ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, „აგენტების კანონის" გამო, საქართველოში შექმნილ ვითარებასაც განიხილავენ.
„საქართველოს შესახებ საკითხი არის დღის წესრიგში. ეს არის მინისტრების დონეზე საქართველოში არსებული ვითარების პირველადი შეფასება“, – განაცხადა ბორელმა შეხვედრის დაწყების წინ.