საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივას ეხმიანება და წერს, რომ მიესალმება ყველა ქმედებას, დაახლოებისა და გაერთიანებისკენაა მიმართული.
„მე, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, მივესალმები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დროულ ინიციატივას, ისევე როგორც, ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც დაგვაახლოვებს და გაგვაერთიანებს“, - დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში..
სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს „ქართული ქარტია“ წარადგინა. ეს არის გეგმა, რომლის ირგვლივაც პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანება შესთავაზა.