ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ირანმა რუსეთს უახლესი მოდიფიკაციის მართვადი ბომბები მიაწოდა

Newsukraine გერმანული Bild-ზე დაყრდნობით წერს, რომ ირანმა რუსეთს უკრაინასთან ომში გამოსაყენებლად საავიაციო მართვადი ბომბები პირველად მიაწოდა.

გერმანული გამოცემის სამხედრო ანალიტიკოსმა იულიან რეპკემ შეისწავლა ვიდეოკადრები, სადაც ასახულია მძიმე ირანული დრონი, „ქოდს მოჰაჯერ-6“, რომელიც რუსეთის ფედერაციაში, კურსკის ოლქშია გადაღებული. შედეგად ექსპერტი მივიდა დასკვნამდე, რომ ირანული საფრენი აპარატი მზად იყო, უკრაინის ტერიტორიაზე ირანული წარმოების Qaem-5-ების უახლესი ირანული მოდიფიკაციის მართვადი ბომბებით მიეტანა იერიში.

აღნიშნულ ინციდენტამდე რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ტერიტორიაზე მაღალი სიზუსტის ავიაბომბები არასდროს გამოუყენებია. გერმანელი სამხედრო ექსპერტი ვარაუდობს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ახალი ტიპის, თანამედროვე შეიარაღების გამოჩენა ამ ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას უნდა ნიშნავდეს.