ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მასზე განხორციელებულ ძალადობას არ იძიებს

ეს არის მოძალადე პოლიციელების წახალისება, რომ ამ პოლიციელებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და არამხოლოდ დეპუტატზე იძალადონ, არამედ იმ აქციის ნებისმიერ მონაწილეზე, რომელიც ასე ხანგრძლივად მიმდინარეობს, - ამის შესახებ პარტია ,,მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პოლიციელების მიერ მასზე განხორციელებულ ძალადობის საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ იძიებს და ხელისუფლება გადაიქცა მოძალადე რეჟიმად, ტერორისტულ ორგანიზაციად, რომელიც ახალისებს ძალადობას.

„17 აპრილს, ღამით, მთავრობის კანცელარიასთან ჩემ წინააღმდეგ იძალადა რამდენიმე პოლიციელმა, დაახლოებით 5-მა პოლიციელმა. ყველაფერი კადრებში ჩანს, გადაღებულია. თითოეული მათგანი სახეზე ჩანს და ამ საქმის გამოძიება, დამნაშავეების ამოცნობა და შესაბამისად დასჯა იყო ძალიან მარტივი.

ჩემ ზურგს უკან არის ერთი ბეჩავი ორგანიზაცია, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სადაც გამოკითხვაზე მე და ჩემი ადვოკატი ვიყავით. მას შემდეგ 20 დღეზე მეტი გავიდა და არც არავინ დაუკავებიათ, არადა სახეზე ჩანს მოძალადე პოლიციელები. არც არავისთვის ბრალი წარუდგენიათ, როცა საქმე ხელისგულზეა და მეტიც, დაზარალებულადაც კი არ მცნეს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.