ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

EUobserver: ევროკავშირი რუსეთს ევროპაში პარტიებისა და მედიის დაფინანსებას აუკრძალავს

ევროკავშირი გეგმავს რუსეთს ევროპაში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსება აუკრძალოს. ამის შესახებ EUobserver-ი წერს.

ასეთი შეზღუდვები სანქციების მე-14 პაკეტითაა გათვალისწინებული, რომლის მიღებაც 2024 წლის ივლისამდე იგეგმება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსული დაფინანსების აკრძალვა დაიცავს ევროკავშირის საშინაო საქმეებში „ბოროტი განზრახვებით ჩარევებისგან“. ამასთან, ქვეყნებს შეუძლია გამონაკლისის დაშვებაც, თუმცა ვალდებულები არიან ამის შესახებ ევროკომისიას აცნობონ.

ამერიკული დაზვერვის ცნობით, რომელსაც გამოცემა EUobserver-ი ეყრდნობა, 2014-2022 წლებში, რუსეთმა 24-ზე მეტ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში, დაახლოებით 280 მილიონი ევრო დახარჯა.

გარდა ამისა, სანქციების ახალი პაკეტი, ევროკავშირის პორტებს რუსული თხევადი გაზის მიღებასა და მესამე ქვეყნებში მიწოდებას კრძალავს. ასევე, ბლოკავს უკრაინაში მოპარული ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობას.

ამასთან, პაკეტით გამკაცრებულია რუსული ავიაციის წინააღმდეგ უკვე არსებული შეზღუდვები და სასარგებლო წიაღისეულის იმპორტი. გაფართოვდება იმ კომპანიების სია, რომლებიც სანქცირებული პროდუქტებით ვაჭრობენ.

2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირი სანქციების პაკეტების შემოღებით, ზღუდავს ტვირთბრუნვას რუსეთთან და რუსული პოლიტიკური ელიტის საქმიანობას.