ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

დანიის საგარეო: თუ მმართველი პარტია არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ვერ წავა

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების“ მიერ„აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ მმართველი პარტია არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ვერ წავა.

„მიუხედავად პოპულარული ოპოზიციისა და საერთაშორისო მოწოდებისა, საქართველოს მმართველმა პარტიამ დღეს მიიღო კანონი „უცხოელი აგენტების" შესახებ, რათა გააჩუმოს ოპოზიცია, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. თუ მმართველი პარტია არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ვერ წავა“, - წერია განცხადებაში.