ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ირაკლი კობახიძე: ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ვენეციის კომისიის დასკვნა იყო შემაშფოთებელი. არ გვაქვს ნდობა მათი პროფესიონალიზმის მიმართ

ვერავინ წარმოადგინა ვერც ერთი არგუმენტი გამჭვირვალობის წინააღმდეგ. ჩემთვის ვენეციის კომისიის დასკვნა, როგორც იურისტისთვის, რბილად ვიტყვი, რომ იყო შემაშფოთებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიას კანონის წინააღმდეგ არგუმენტი რომ ვერ დააწერინეს, ბოლოს ათქმევინეს, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არ ვარგაო.

„ვერავინ წარმოადგინა ვერც ერთი არგუმენტი გამჭვირვალობის წინააღმდეგ. ჩემთვის ვენეციის კომისიის დასკვნა, როგორც იურისტისთვის, რბილად ვიტყვი, რომ იყო შემაშფოთებელი. ამ ტექსტით ვენეციის კომისიამ, არა მარტო ექსპერტებმა, მთლიანად კომისიამ თქვა უარი პროფესიულ ღირსებაზე. საბოლოოდ ვერანაირი კრიტიკული შენიშვნა ვერ დააწერინეს ვენეციის კომისიას და ბოლოს დააწერინეს ის, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არ ვარგაო. ასეთ რამეს რომ დაწერს ვენეციის კომისია, იქ პროფესიულ ღირსებაზე საუბარი ზედმეტია. ქვეყნის შიგნითაც ერთ რამეზე ხომ ვიყავით შეთანხმებულები ყველა, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არის კარგი და ამაზე დაწერა ვენეციის კომისიამ, რომ NGO-ების გამჭვირვალობა, როგორც ასეთი, არის ცუდიო, არ ვარგაო, ასეთი აბსურდი დაწერა. ამის შემდეგ რა ფასი შეიძლება ქონდეს რაიმე ჩანაწერს ამ დასკვნაში. მთავარი რაც გააკრიტიკეს იყო ის, რომ რატომ უზრუნველყოფთ ამ კანონით NGO-ების გამჭვირვალობასო. იქ ათასი აბსურდი ეწერა, რაც პირდაპირ გადმოიტანეს NGO-ების განცხადებებიდან, მაგრამ მთავარი დასკვნა რაც ჰქონდათ, იყო ის, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არის ცუდი. ამის შემდეგ როგორ შეიძლება ფასი ჰქონდეს ამ ტექსტს, პროფესიულ ღირსებაზე პირდაპირ თქვეს უარი, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. ქვეყნის შიგნითაც კი, NGO-ებიც კი ამბობდნენ, რომ მათი გამჭვირვალობა არის კარგი და ამაზე ვენეციის კომისიამ დაწერა, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არის ცუდი და მეტიც, NGO-ების გამჭვირვალობას დაარქვა drastic measure, რაც ნიშნავს რადიკალურ ზომას. წარმოიდგინეთ, რადიკალური ზომა დაარქვა NGO-ების გამჭვირვალობას. ამის შემდეგ, ვენეციის კომისიაზე უბრალოდ სერიოზულად ლაპარაკი არის შეუძლებელი. ჩვენ დიდი ხანია, არ გვაქვს ნდობა მათი პროფესიონალიზმის მიმართ, ამაზე არა ერთხელ გვისაუბრია, მაგრამ რაც წარმოადგინეს, არის უბრალოდ ყველანაირი ხაზის გადასმა პროფესიულ ღირსებაზე, წარმოუდგენელია ის, რაც წავიკითხე ამ ტექსტის სახით,“- განაცხადა პრემიერმა.