ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ავსტრიის საგარეო ვეტოს დაძლევაზე: ძალიან ვწუხვართ, ეს არის საგანგაშო ნაბიჯი არასწორი მიმართულებით

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის საგანგაშო ნაბიჯი არასწორი მიმართულებით.

„ძალიან ვწუხვართ, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის საბოლოო მიღებაზე. ეს არის საგანგაშო ნაბიჯი არასწორი მიმართულებით. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ევროპული მომავლის შესახებ“,- ნათქვამია ავსტრიის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც X-ზე გამოქვეყნდა.

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე„აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას „ქართული ოცნების“ 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.