ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

თეთრი სახლი: ოპერაცია რაფაჰში ამერიკულ წითელ ხაზებს არ კვეთს

BBC-ის ინფორმაციით, როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, აშშ-ში არ სჯერათ, რომ ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთით, ქალაქ რაფაჰში სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.

კირბის განცხადება გაკეთდა მას მერე, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქის ცენტრს ბრძოლით მიაღწიეს და აიღეს სტრატეგიულ სიმაღლე, საიდანაც იოლად შეიძლება ეგვიპტის საზღვრისკენ მიმავალი გზების კონტროლი.

ჯონ კირბის შეკითხვა დაუსვეს რამდენიმე დღის წინ ისრაელის ავიაციის მიერ რაფაჰის დაბომბვასა და ხანძარზე, რომელმაც 45 მშვიდობიანი პალესტინელი იმსხვერპლა. კირბიმ უპასუხა, რომ მან ნახა დაბომბვის შემდგომი კადრები და მათ „სულის შემძვრელი“ და „საშინელი“ უწოდა. მან იქვე განაცხადა, რომ: „საბრძოლო მოქმედებებს არცერთი უდანაშაულო ადამიანი არ უნდა ეწირებოდეს“.

კირბის თქმით, თეთრი სახლი თვალს მიადევნებს, რომ აღნიშნული ავიადარტყმის საქმე სრული მოცულობით იყოს შესწავლილი.

„ჩვენ არასდროს დავუჭერთ ღაზაში მსხვილ სამხედრო ოპერაციას. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ თუკი მსგავსი რამ მოხდება, იძულებული გახდება, განსხვავებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღოს. ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ისრაელის მსხვილი ქვედანაყოფები მოქმედებდნენ რაფაჰში, მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში დიდი ჯავშანკოლონები გადაადგილდებოდნენ, ანდა სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ მრავალკომპონენტიანი კოორდინირებული მოქმედებები ხორციელდებოდეს,“ - აცხადებს ჯონ კირბი.

ისრაელის სახელმწიფო არ მალავს, რომ ღაზის სექტორში მას სამხედრო თვალსაზრისით დაჯგუფება ჰამასის სრული განადგურება სურს. ღაზის სექტორში ცახალის ამ მიზნისთვის უკვე შვიდი თვეა იბრძვის. ბრძოლა რაფაჰისთვის კი 6 მაისს დაიწყო.