მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც ამ ორთვიანი ეპოპეის განმავლობაში კიდევ ერთხელ აჩვენა სიბრძნე, რომ არ აჰყვა იმ დეზინფორმაციულ შტურმს, რომელიც შიგნიდან და გარედან ორგანიზებულად მოდიოდა და დაადასტურა თავისი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და ამით პარლამენტის მიერ „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეაფასა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს კანონი სათაურშივე აცხადებს, რა არის მიზანი.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევრს, რომელმაც ბოლო ორი თვის განმავლობაში მიიღო მონაწილეობა დისკუსიებში და საბოლოოდ დაადასტურა ამ კანონის მხარდაჭერა, მათ შორის პოლიტიკურ ჯგუფს, „სოციალისტებს“. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც ამ ორთვიანი ეპოპეის განმავლობაში კიდევ ერთხელ აჩვენეს სიბრძნე, რომ არ აჰყვა იმ დეზინფორმაციულ შტურმს, რომელიც შიგნიდან და გარედან ორგანიზებულად მოდიოდა და დაადასტურა თავისი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია.