არ დაუჯეროთ არც ერთ უცხოელს, რომელიც ქართველი ხალხის სახელით დაგელაპარაკებათ, იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე არაკეთილსინდისიერი საქციელი, ილაპარაკო სხვა ქვეყნის ხალხის სახელით, როცა ლეგიტიმაცია არ გაქვს იმ ხალხისგან და პრეტენზია გაქვს, რომ უცხო ქვეყნის ხალხის სახელით ლაპარაკობ, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ნებისმიერ უცხოელს, რომელიც ცდილობს, რომ ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით, არ დაუჯეროთ. პირიქით - კითხვა დასვით, რა არის განზრახვა ადამიანის, რომელიც თქვენი სახელით ლაპარაკობს, ვისთვისაც თქვენ არანაირი ლეგიტიმაცია არ მიგიციათ, არც ენა იცის, არც კულტურა, არც ისტორია, არც ქუჩაში გაუვლია ჩვენთან, ერთ ადამიანსაც არ იცნობს. რა უფლებით და რა ლეგიტიმაციით საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, როდესაც მეორე მხარეს დგას ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც აქვს ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის მხრიდან, რომ ისაუბროს ზუსტადაც ქართველი ხალხის სახელით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.