ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რომან გოცირიძე „ოფშორების კანონზე“: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ფულის სანქციებისგან განრიდება გადაწყვიტა

იცის რა ბიძინა ივანიშვილმა, რომ სანქციები უახლოვდება, საკუთარი ფულის სანქციებისგან განრიდება გადაწყვიტა - დასავლეთიდან და ოფშორებიდან ფულის გამოტანაზე ბიძინა ივანიშვილი ზრუნავს, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა. რომან გოცირიძემ განაცხადა.

„ფულს იმის გამო ვერ იღებდა, რომ შვეიცარიული ბანკი გაკოტრდა და გაკოტრებული ბანკი შვეიცარიის მეორე დიდმა ბანკმა მიიერთა. ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბანკის მიერ ფულის არდაბრუნება ივანიშვილმა მის წინააღმდეგ საერთაშორისო შეთქმულების მოწყობად გაასაღა, რომელსაც თურმე მთელი მსოფლიო აორგანიზებს, მასონების მეთაურებით. აქედან არის დაწყებული ეს აბსურდული კონცეფცია, რომ საქართველოს გლობალური ომის პარტია ებრძვის, სურთ, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას - ეს და სხვა სისულელეები თავის სამოქმედო პროგრამად გადააქცია“, - განაცხადა გოცირიძემ.



ამ წუთებში პარლამენტი „ოფშორების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს.