ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სანდრო თოფურია: საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, არავის განსაკუთრებული გეგმა არ აქვს

საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, არავის განსაკუთრებული გეგმა არ გააჩნია, - ამის შესახებ პარტია „თაობები საქართველოსთვის“ წევრი, სანდრო თოფურია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის ამბობს, არავინ ფიქრობს რეალურ საარჩევნო გეგმაზე.

„საქართველოს გარდა, პოლიტიკის მიმართ სადმე ასეთი მიდგომა თუ არსებობს, არ ვიცი - „რა დროს წინასაარჩევნო კამპანიაა, ქვეყანას გვართმევენ“ და ამაზე კოლექტიური გლოვაა. ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკის დაზიანება აშშ-სთან, ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭება და „ოცნების“ სანქცირება ოპოზიციისთვის ხელსაყრელი წინასაარჩევნო გარემო არის, რომელიც რუსული კანონის მიღებამდე არც ისე კარგ ფორმაში იყო.

გამოსავალი არის ის, რაც პოლარიზაციის და კრიზისის საფუძველია პირველ რიგში, არჩევნების მოახლოება. საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავრობას პარლამენტში მოხვედრილი პარტიები დააკომპლექტებენ, მარტივი საქმე არ იქნება. იქნება მოსყიდვები, სტანდარტული ქართული არჩევნები, მაგრამ არავინ ფიქრობს რეალურ საარჩევნო გეგმაზე და როგორ განახორციელებენ ამ გეგმას, როცა პარლამენტში მოხვდებიან“, - აცხადებს სანდრო თოფურია.