პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი უქმდება
ცვლილებას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან ადგილობრივი ექსპერტებისგან შედგება.
როგორც „ქართული ოცნების“ კანონპროექტში წერია, ამ ჯგუფის გაუქმების მიზეზი ისაა, რომ ის რეალურად არ ფუნქციონირებს, რაც დოკუმენტის მიხედვით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან, ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის სურვილის უქონლობითაა გამოწვეული.