ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

OpenAI: რუსეთი, ჩინეთი, ისრაელი და ირანი უცხო ქვეყნებში გავლენების გასაზრდელად ხელოვნურ ინტელექტს იყენებდნენ

Time-ის ცნობით, კომპანია OpenAI-მ გამოავლინა და აღკვეთა რუსეთში, ჩინეთში, ირანსა და ისრაელში ბაზირებული ჯგუფების მცდელობა, გამოეყენებიანათ OpenAI-ის შესაძლებლობები საზოგადოებრივ აზრზე მასობრივი მანიპულაციებისთვის.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გამოვლენილი ჯგუფების ნაწილი დაკავშირებული იყო ცნობილ პროპაგანდისტულ საინფორმაციო საშუალებებთან.

გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებაზე მანიპულაციის მიზნით, სოციალურ ქსელებში აქტიურად გამოიყენებოდა სასურველი სახის კომენტარების, სტატიებისა და გამოსახულებების გენერაცია, იქმნებოდა ყალბი პროფილები და ბიოგრაფიები ცალკეული პროფილებისთვის.

მანიპულაციური ჯგუფები აქცენტს აკეთებდნენ, მაგალითად, ღაზის სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებზე, უკრაინა-რუსეთის ომზე, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური კურსის კრიტიკაზე და ასე შემდეგ.
საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის მცდელობები აქტიურად ხორციელდებოდა X-ზე (ყოფილი Twitter), Telegram-ზე, Facebook-ზე და სხვა სოციალურ ქსელებზე. OpenAI-ის ანალიტიკოსების დასკვნით, ასეთ მცდელობებს დიდი წარმატება არ მოჰყოლია.