ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

თინა ბოკუჩავა: გუშინ მივიღე მუქარის შემცველი ზარი კონკრეტული ნომრიდან - ამ ადამიანმა იცოდა ჩემი ოჯახის ყველა წევრის ნომერი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი კონკრეტული დავალებით რეკავენ

გუშინ ღამის 12-ის ნახევარზე მივიღე მუქარის შემცველი ზარი კონკრეტული ნომრიდან. ამ ადამიანმა იცოდა ჩემი ოჯახის ყველა წევრის ნომერი, რაც ბუნებრივია მიუთითებს იმაზე, რომ ისინი კონკრეტული დავალებით რეკავენ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ.

„ვაპირებ, აღნიშნულთან დაკავშირებით მივმართო მობილური ქსელების ოპერატორებს და ასევე მივმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სასამართლოს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებს მოუწევთ უმკაცრესი წესით აგონ პასუხი კანონის წინაშე და ახლა მინდა ვუთხრა ამ დაქირავებულ მხდალ ადამიანებს, რომ არც მათი და არც მათი შეშინებული დამქირავებლის არავის საქართველოში არ ეშინია.“ - განაცხადა ბოკუჩავამ.