საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი მკვეთრი გაუარესების შესახებ აფრთხილებს და შეტყობინებებს უგზავნის.
„გაცნობებთ, რომ 31 მაისიდან 2 ივნისის დილამდე, საქართველოს უმეტეს რეგიონში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ".
მანამდე მოსახლეობა გააფრთხილა გარემოს ეროვნულმა სააგენტომაც.
მათი ცნობით, 31 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 2 ივნისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.