ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ფავლენიშვილი: იმ პოლიტიკური გუნდის ინდივიდუალური სანქცირება, რომელიც იქცა ზონდერ გაერთიანებად, უნდა დაჩქარდეს

საერთაშორისო თანამეგობრობას მივმართავთ, რომ დაგვეხმარონ ინდივიდუალური სანქციებით იმ ადამიანების დასჯაში, რომლებიც ჩართულები არიან ბანდიტური ჯგუფების მოქმედებაში,- ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმ პოლიტიკური გუნდის ინდივიდუალური სანქცირება, რომელიც იქცა ზონდერ გაერთიანებად ფორმალური და არაფორმალური ჯგუფების, უნდა დაჩქარდეს.

„საერთაშორისო თანამეგობრობას მივმართავთ, რომ მათ დროულად მიიღონ გადაწყვეტილებები და დაგვეხმარონ, მათ შორის ინდივიდუალური სანქციებით, იმ ადამიანების დასჯაში, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულები ბანდიტური ჯგუფების მოქმედებაში და კონკრეტული საჯარო პირველი არ მალავენ, რომ არიან ორგანიზატორები ამ ბანდიტური ჯგუფების მოქმედებაში და კონკრეტული საჯარო პირები არ მალავენ, რომ არიან ორგანიზატორები ამ ბანდიტური ჯგუფების მოქმედების, მათ შორის ბატონმა სამხარაძემ გააკეთა მსგავსი ტიპის განცხადება, რომ ის პირდაპირ ხელმძღვანელობს იმ ჯგუფებს, რომლებიც თავს ესხმიან ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არიან შეიარაღებულები და რომლებიც ძალადობენ განსხვავებული შეხედულების ადამიანებზე, ამიტომ იმ პოლიტიკური გუნდის ინდივიდუალური სანქცირება, რომელიც იქცა ზონდერ  გაერთიანებად ფორმალური და არაფორმალური ჯგუფების, უნდა დაჩქარდეს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა