ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

დეკანოიძის ინფორმაციით, ,,ქართული ოცნების“ კონკრეტული წარმომადგენლების ოჯახის წევრებს, უკვე მისდით შეტყობინებები აშშ-ის ვიზების გაუქმების შესახებ

,,ევროოპტიმისტების" დეპუტატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, არსებობენ „ქართული ოცნების“ კონკრეტული წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით შეტყობინებები აშშ-ის ვიზების გაუქმების შესახებ.

მისივე თქმით, სანქციები დაეკისრება ასევე, ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს ძალადობაში და ვინც აორგანიზებს ძალადობას.

„ძალიან მალე იქნება სანქციები. მე მაქვს უკვე ინფორმაცია, რომ კონკრეტულად არსებობენ ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით კონკრეტული შეტყობინებები ვიზების გაუქმების შესახებ. ეს ინფორმაცია მალე გავრცელდება. მე, რა თქმა უნდა, კონკრეტულად არაფრის დასახელებას არ ვაპირებ, მაგრამ ინფორმაცია ასევე, ძალიან მალე მიუვა "ქართული ოცნებიდან" ყველა იმ ადამიანს ამერიკის შეერთებული შტატების ვიზების გაუქმებაზე, ვისაც საჭიროდ ჩათვლის სახელმწიფო დეპარტამენტი. ასევე უნდა ითქვას, რომ სანქციები დაეკისრება ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს ძალადობაში და ვინც აორგანიზებს ძალადობას," - აღნიშნა დეკანოიძემ.