ერთ მაგალითსაც ვერ დამისახელებთ, როცა აგრესია ჩვენი მხრიდან იწყება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია რას ამბობს, მნიშვნელობა არ აქვს. მისივე განცხადებით, უჯობესია თუ ოპოზიცია კალაპოტში ჩადგება.
„აგრესია საიდანაც იწყება, ის სათავე უნდა ჩავახშოთ. ერთ მაგალითსაც ვერ დამისახელებთ, როცა აგრესია ჩვენი მხრიდან იწყება.
ოპოზიცია რას ამბობს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ბულინგისა და შეურაცხყოფის ბევრი მაგალითი გვაქვს, სხვათა შორის, უცხოეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ, რომლებიც პირდაპირ ფაშისტურ განცხადებებს აკეთებენ და ამბობენ, რომ 84 ტყვია არის საჭირო. 84 ტყვია რომ უნდათ, ესროლონ დეპუტატებს, ამით წინასაარჩევნო კამპანიას ვერ ჩაატარებენ და უმჯობესია, კალაპოტში ჩადგნენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.