ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პაატა მანჯგალაძე: ,,ქართული ქარტია" არის წინაპირობა იმის, რომ რუსული რეჟიმის მმართველობა უნდა დასრულდეს

დღეს ,,ქართულ ქარტიას” ხელი მოვაწერე, რომელიც არის წინაპირობა, რომ ერთი კაცის, ერთი პარტიის რუსული რეჟიმის მმართველობა უნდა დასრულდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე მოხდება, - ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ორბელიანების სასახლეში, ,,ქართულ ქარტიაზე” ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველების ერთიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს. მანჯგალაძის თქმითვე, ქართველმა ხალხმა ,,ოცნებას" განაჩენი უკვე გამოუტანა.

,,არ ყოფილა ისტორიულად, რომ ქართველები ერთად დადგა და ვერ გავიმარჯვეთ. ამიტომ, ამ რწმენით მოვედი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” სახელით ხელი მოვაწერე, რომ საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. ,,ქართული ოცნება” დაპირისპირებაშია შესული არა რომელიმე პარტიასთან ან რომელიმე ლიდერთან, ,,ქართული ოცნება”, იგივე ,,რუსული კოშმარი” სინამდვილეში დაპირისპირებაში შევიდა ქართველ ხალხთან. ქართველმა ხალხმა მათ საბოლოო განაჩენი უკვე გამოუტანა. ისინი ამას გრძნობენ და როგორც ჭაობში ჩაფლული ხელს იქნევს და უფრო ეფლობა, ზუსტად ეგრეა ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტმა „ქართული ქარტია“ 26 მაისის ღონისძიებაზე წარადგინა.