ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სანიკიძე ვაკის პარკის ინციდენტზე: „გულანთებული ახალგაზრდების“ სახელით მოქმედებენ, მაგრამ ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენლები აღმოჩნდებიან ხოლმე

„ქართული ოცნების" დეპუტატი, ვიქტორ სანიკიძე  ვაკის პარკში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც მას „მოღალატე“ და „მონა“ უწოდეს, საუბრობს და აღნიშნავს, რომ მონაწილე პირები, ვითომ გულანთებული ახალგაზრდები არიან, თუმცა, რეალურად ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენლები აღმოჩნდებიან ხოლმე

მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრებზე ამ ყველაფერს გავლენა არ აქვს, პირიქით, თავად ისინი იფუჭებენ საქმეს და  საზოგადოება აუცილებლად გასცემს საკადრისს პასუხებს.

„რობოტებივით დგანან და იმეორებენ - "რუსული კანონი". გუშინ ვიკითხე, რატომ იყო "რუსული კანონი", რაზეც ცნობილი პასუხი მივიღე - „იმიტომ". რამდენადაც დიალოგში შევდივართ და არგუმენტებს ვითხოვთ მათგან, იხლართებიან და რაღაც სიცრუეს და ტყუილებს გვპასუხობენ. გარკვეულ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე. კონკრეტულად ჩემს შემთხვევაში, ეს ქალბატონი „ჭიჭე“ ვაშაძის პარტიის წევრია და თუ ეს არ უქმნის უხერხულობას, არც ამ საქციელზე ექნება განსხვავებული სენტიმენტები. ისინი ვითომ გულანთებული ახალგაზრდების სახელით მოქმედებენ, მაგრამ მოკვლევის შემდეგ ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენლები აღმოჩნდებიან. ეს არის რეალობა და ჩვენ ყოველ ჯერზე უნდა ვამხილოთ ისინი. თავად იფუჭებენ საქმეს, კარგია ასე გააგრძელონ, საზოგადოება აუცილებლად გასცემს საკადრისს პასუხებს. ჩვენზე ამ ყველაფერს გავლენა არ აქვს და უნდა ვამხილოთ, ეს "გულანთებული ახალგაზრდები" რას და ვის წარმოადგენენ," - განაცხადა სანიკიძემ.