ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების გამო აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას ამინდის გაუარესების გამო აფრთხილებს.

მათი ცნობით, დღეს 3 ივნისს, უახლოესი საათების განმავლობაში, 4 ივნისის ღამის ჩათვლით, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„დღეს 3 ივნისს, უახლოესი საათების განმავლობაში, 4 ივნისის ღამის ჩათვლით შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, კავკასიონის ქედის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე დაბალი)“,- წერია ინფორმაციაში.