ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

„დაღალე რეჟიმი“ - 5 ივნისს, პარლამენტის წინ აქცია გაიმართება

5 ივნისს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ აქცია „დაღალე რეჟიმი" გაიმართება. ორგანიზატორი ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონია“.

„ჩვენ გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩართულები დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის. ჩვენი რიცხობრივი უპირატესობით, თუ ხშირი და მცირე აქციებით დავღლით მოწინააღმდეგეს, მისი სისტემა შიგნიდან ნგრევას დაიწყებს. საჭიროა ადგილი, სადაც „ოცნება" აუცილებლად თავის რესურსს გამოიტანს. გელოდებით პარლამენტის წინ“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.