დელავერის შტატში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. 54 წლის ჰანტერ ბაიდენი უილმიგტონის სასამართლოს წინაშე უკვე წარდგა.
პროკურორების მტკიცებით, ჰანტერ ბაიდენმა 2018 წელს, იარაღის შეძენისას მოიტყუა, რომ ნარკოტიკებს იღებდა. მას ბრალდება 3 მუხლით აქვს წარდგენილი და დამტკიცების შემთხვევაში, 25-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
სასამართლო პროცესის პირველ დღეს 12 ნაფიცი მსაჯული შეარჩიეს. როგორც მოსალოდნელია, სასამართლო 1-დან 2 კვირამდე გაგრძელდება.