ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

საფრანგეთის დაზვერვა ვარაუდობს, რომ „კუბოების აქციის“ უკან რუსეთი დგას

საფრანგეთის დაზვერვა ვარაუდობს, რომ „კუბოების აქციის“ უკან რუსეთი დგას. ამის შესახებ BBC წერს.

1 ივნისს, ეიფელის კოშკთან, სატვირთო ავტომობილის მიიტანეს და დატოვეს ხუთი კუბო საფრანგეთის დროშებით და წარწერით: „ფრანგი ჯარისკაცები უკრაინაში”. კუბოები თაბაშირით იყო სავსე.

პოლიციამ მალევე დააკავა ავტომობილის მძღოლი, რომელმაც თქვა, რომ მას ორმა კაცმა კუბოების გადატანისთვის ფული გადაუხადა, თავად კი პარიზში ბულგარეთიდან ჩავიდა.

იმავე დღეს სამართალდამცველებმა ბერსის სადგურზე 2 ახალგაზრდა - გერმანიისა და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს. მათ პოლიციასთან თქვეს, რომ სატვირთო ავტომობილში ისხდნენ და კუბოების ჩატანისთვის თითოს 400 ევრო გადაუხადეს.

სააგენტო AFP პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ „კუბოების აქცია" შესაძლოა, შეფასდეს ფსიქოლოგიურ ძალადობად, რაც ისჯება სამი წლით თავისუფლების აღკვეთით ან 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმით.