გახსოვთ, ასეთი პროექტი ადრეც არსებობდა, მას უწოდებდნენ ნათელაშვილის ფანჩატურს - ამის რეინკარნაცია შემოგვთავაზა ახლა სალომე ზურაბიშვილმა. ჩავარდნილი პროექტის გაცოცხლება არის განწირული წარუმატებლობისთვის, - ამის ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის წარდგენილ „ქართულ ქარტიასთან“ დაკავშირებით განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამ პროექტს წარმატების პერსპექტივა არ აქვს.
„მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ. რეალურად სალომე ზურაბიშვილმა შექმნა უცხოელი აგენტების პარტიული რეესტრი. სხვა არაფერი შეიძლება, ეწოდოს იმ სიას, რომელიც შედგა სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც კიდევ ერთხელ მოთავსდა ერთ ქვაბში, სადაც პრინციპში ისედაც იყო მოთავსებული“, – განაცხადა კობახიძემ.